Drittes Reich (მესამე იმპერია)


მესამე რაიხი (გერმ. Drittes Reich — «მესამე იმპერია») — გერმანიის იმპერიის არაოფიციალური სახელწოდება 1933 წლის 24 მარტიდან 1945 წლის 23 მაისამდე….

მესამე რაიხი (გერმ. Drittes Reich — «მესამე იმპერია») — გერმანიის იმპერიის არაოფიციალური სახელწოდება 1933 წლის 24 მარტიდან 1945 წლის 23 მაისამდე. ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა 23 მაისს კარლ დიონიცის მთავრობის დაპატიმრების შემდეგ. ასევე გამოიყენება სახელწოდებები “ნაცისტური გერმანია”, “ათასწლეულის რაიხი”.მესამე რაიხმა შეცვალა ვაიმარის რესპუბლიკა მთავრობაში ნაციონალ-სოციალისტების გერმანული მუშათა პარტიის მოსვლის შემდეგ ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით. ჰიტლერი იყო თითქმის უცვლელი რაიხსკანცლერი მესამე რაიხის არსებობის განმავლობაში.

დაარსდა 1933

ოკუპაცია მოკავშირეების მიერ 1945

სახელმწიფო ენა გერმანული (გერმანული ენა — გერმანელთა, ავსტრიელთა, გერმანო-შვეიცარიელთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანულ ჯგუფს.მოლაპარაკეთა რაოდენობა: 105 მლნ.-ზე მეტი. ენის კოდი: de, სახელწოდება: de – Deutsch; en – German; eo – Germana, დამწერლობა: ლათინური)

დედაქალაქი: ბერლინი

სახელმწიფო მართვის ფორმა: დიქტატურა(დიქტატურა (ლათ. dictatura) — ავტოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროს ხელისუფლებას მართავს დიქტატორი — ადამიანი, რომლის ძალაუფლება არ არის შეზღუდული კონსტიტუციით ან რაიმე კანონმდებლობით.

ძველ რომში დიქტატურა იყო დროებითი პოლიტიკური რეჟიმი; საგანგებო სიტუაციის დროს შეუზღუდავი პოლიტიკური ძალაუფლება გადაეცემოდა ერთ ადამიანს — დიქტატორს.)

ფიურერი: ადოლფ ჰიტლერი (1934-1945)(ფიურერი (გერმ. Führer)- წინამძღოლი, ლიდერი, ბელადი. სიტყვა წარმოსდგება გერმანული ზმნა führen-ისგან,რომლის ზუსტი ქართული შესატყვისი არის გაძღოლა,წაძღოლა, ასევე მართვა, წაყვანა/წაღება. შესაბამისად,სიტყვა ფიურერი ქართულ ენაზე უნდა ითარგმნოს, როგორც წინამძღოლი, გამძღოლი, დასაშვებია გზამკვლევიც. ფიურერი იყო გერმანიის მესამე რაიხის კანცლერის, ადოლფ ჰიტლერის ოფიციალური წოდება.)

ტერმინის ეტიმოლოგია

გერმანული Führer-ის (საშუალო ზემოგერმანული – füerære, vüerære, füerer, vüerer) ლათინური შესატყვისი არის dux (ლათ. dux,ducere,duces). წოდება დუქს (ლათ.dux) ფართოდ გავრცელებული იყო ანტიკურსა და შუასაუკუნეების ევრობაში.მაგალითად, Robert, dux Francorum, რაც ნიშნავს – რობერტი, ფრანკთა ფიურერი, წინამძღოლი. dux-ის ეკვივალენტური თარგმანია მეორე გერმანული სიტყვა ფიურსტი (გერმ. Fürst). გერმანული ”ფიურერი” არა მხოლოდ ეტიმოლოგიურად უკავშირდება ლათინურს, არამედ ანტიკური პერიოდის სახელმწიფო და პოლიტიკური აზროვნების მემკვიდრეობასაც შეიცავს. აქედან გამომდინარე, ნაციონალ-სოციალისტების მიერ წოდება ფიურერის მოხმარება აღნიშნავდა ნაციზმისა და ფაშისტური მოძრაობის ანტიკურ პოლიტიკურ ტრადიციებთან მიბრუნებას.

ტერმინის გამოყენება მესამე რაიხში

ადოლფ ჰიტლერის ოფიციალური წოდება იყო „Führer und Reichskanzler des Deutschen Reiches“ (გერმანიის რაიხის ფიურერი და რაიხსკანცლერი). ხოლო მიმართვის ფორმად დამკვიდრდა ფიურერი. ასევე გამოიყენებოდა მიმართვა Unser Führer (ჩვენო ფიურერო), mein Führer (ჩემო ფიურერო). გარდა ამისა, მესამე რაიხის გერმანიაში სიტყვა ფიურერი იყო არაერთი სახელმწიფო და პარტიული წოდების შემადგენელი, მაგალითად, შტურმბანფიურერი (გერმ.Sturmbannführer), გრუპენფიურერი (გერმ.Gruppenführer), რაიხსფიურერი (გერმ.Reichsführer-SS), რაიხსიუნგენდფიურერი (გერმ.Reichsjugendführer). მსგავსადვე იყო ნაწარმოები SS-ის უმაღლესი მართველობის ნომენკლატურა.დღესდღეობით გერმანულენოვან ქვეყნებში ამ სიტყვის ხმარებას ერიდებიან რათა არ წარმოიშვას არასასურველი კავშირი ნაციონალურ-სოციალისტურ კონტექსთან.)

I რაიხსპრეზიდენტი: პაულ ფონ ჰინდენბურგი (1933-1934) (პაულ ლუდვიგ ჰანს ანტონ ფონ ბენეკენდორფ უნდ ფონ ჰინდენბურგი (გერმ. Paul Ludwig Hans Anton von Beneckendorff und von Hindenburg) (დ. 2 ოქტომბერი 1847, პოზნანი – გ. 2 აგვისტო 1934, ნოიდეკი (დღ. ოგროდიენეცი), აღმოსავლეთი პრუსია) – გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, გერმანიის მეორე რაიხსპრეზიდენტი 1925-34 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის დროს.)

II რაიხსპრეზიდენტი: კარლ დიონიცი (1945)(კარლ დიონიცი (გერმ. Karl Dönitz) (დ. 16 სექტემბერი, 1891, გრიუნაუ (ბერლინი), გერმანია — გ. 24 დეკემბერი, 1980, აუმიულე (ჰამბურგი), გერმანია) — გერმანელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გროსადმირალი, მესამე რაიხის სამხედრო საზღვაო ძალების (Kriegsmarine) მთავარსარდალი მეორე მსოფლიო ომში, ჰიტლერის სიკვდილის შემდგეგ მისი მემკვიდრე რაიხსპრეზიდენტისა და ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე 1945 წლის მაისში.

რაიხსპრეზიდენტი:

რაიხსპრეზიდენტი (გერმ.: Reichspräsident) იყო გერმანიის მეთაური და პირველი პირი 1919-1934 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის დროს და მცირე ხნით წოდება აღდგენილ იქნა 1945 წელს. ვაიმარის კონსტიტუციის მიხედვით რაიხსპრეზიდენტი ირჩეოდა 7 წლით საყოველთაო და პირდაპირი არჩევნებით. იგი ნიშნავდა რაიხსკანცლერს. რაიხსპრეზიდენტს უფლება ჰქონდა დაეთხოვა რაიხსტაგი.

პოსტი გაუქმდა ნაციონალ-სოციალისტების მიერ 1934 წელს მას შემდეგ, როცა პრეზიდენტი ჰინდენბურგი გარდაიცვალა და აღდგენილ იქნა მესამე რაიხის არსებობის ბოლო დღეებში 1945 წელს, როცა მცირე ხნით კარლ დიონიცი გახდა რაიხსპრეზიდენტი.

პირველი რაიხსპრეზიდენტი იყო ფრიდრიხ ებერტი.


I რაიხსკანცლერი: ადოლფ ჰიტლერი (1934-1945) (ადოლფ ჰიტლერი (გერმ.: Adolf Hitler (Schiklbuben)) (დ. 20 აპრილი 1889 – გ. 30 აპრილი 1945) – გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის 29 ივლისიდან იყო «ნსდაპ»-ის პარტიული ხელმძღვანელი, 1933 წლის 31 იანვრიდან ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის რაიხსკანცლერი, 1934 წლის 2 აგვისტოდან გერმანიის ფიურერი (გერმ. Führer) და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.)

როგორც ფიურერი:

თანამდებობაზე ყოფნის დრო: 2 აგვისტო 1934 – 30 აპრილი 1945

წინამორბედი: პაულ ფონ ჰინდენბურგი (პრეზიდენტი)

მემკვიდრე: კარლ დიონიცი (პრეზიდენტი)

როგორც გერმანიის რაიხსკანცლერი:

თანამდებობაზე ყოფნის დრო: 30 იანვარი 1933 – 30 აპრილი 1945

წინამორბედი : კურტ ფონ შლაიხერი

მემკვიდრე: იოზეფ გებელსი

დაბადებული : 20 აპრილი 1889, ბრაუნაუ-ამ-ინი, ავსტრია-უნგრეთი

გარდაცვლილი: 30 აპრილი 1945, ბერლინი, გერმანია

მოქალაქეობა: ავსტრიელი 1925-მდე, 1932-დან გერმანელი

პოლიტიკური პარტია: ნსდაპ (ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია (გერმ.: Nationalsozialistische Deutsche Arbeiterpartei), შემოკლებით “ნსდაპ” (გერმ.: NSDAP) იყო 1933-1945 წლებში ერთადერთი და მმართველი პარტია გერმანიაში.

NSDAP Gaue 1926,1928,1933 & 1937

ცნობილი წევრები :

ადოლფ ჰიტლერი(1889–1945) – 1921 წლიდან “ნსდაპ”-ის თავმჯდომარე. 1933 წლიდან “რაიხსკანცლერი. 1935 წლიდან “ფიურერი და რაიხსკანცლერი”.

ჰაინრიხ ჰიმლერი (1900–1945) – 1929 წლიდან “სს”-ის “რაიხსფიურერი”.

იოზეფ გიობელსი (1897–1945) – 1933 წლიდან სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრი. 1945 წლის აპრილი/მაისი – 2 დღით რაიხსკანცლერი.

რუდოლფ ჰესი (1894–1987) – 1933-1941 წლებში “ფიურერის მოადგილე” (პარტიული ხაზით).

ჰერმან გიორინგი (1893–1946) – პრუსიის პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რაიხის საჰაერო მიმოსვლათა მინისტრი, რაიხის სატყეო საქმისა და მონადირეთა მაგისტრი, “რაიხსმარშალი.

მეუღლე: ევა ბრაუნი

II რაიხსკანცლერი: იოზეფ გებელსი (1945)(პაულ იოზეფ გებელსი (გერმ. Paul Joseph Goebbels, IPA: [ˈɡœbəls]) (დ. 29 ოქტომბერი, 1897, რაიდტი (მენხენგლადბახი), გერმანია — გ. 1 მაისი, 1945, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი, გერმანული ლიტერატურის და ფილოსოფიის დოქტორი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი მესამე რაიხის პერიოდში. უამრავ სახელმწიფო და პარტიულ თანამდებასთან ერთად 1933-1945 წ.წ. ეკავა სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრის პოსტი. ის იყო გერმანიის დიქტატორი ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი და ყველაზე ერთგული მიმდევარი. გებელსი ცნობილი იყო შთამბეჭდავი ორატორული ნიჭით და მწვავე ანტისემიტიზმით; მრავალი ისტორიკოსი მას მიაწერს კრისტალნახტის ორგანიზაციას.

გებელსმა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში 1921 წელს, სადაც სადოქტორო დისერტაცია XVIII საუკუნის გერმანული რომანტიზმის თემაზე დაიცვა. მომდევნო წლებში ის ჯერ ჟურნალისტად მუშაობდა, შემდეგ კი ბანკის კლერკად და სააქციო ბირჟის გარიგებების დარბაზში კოტირებების აგენტად. ამ პერიოდში მან რამდენიმე რომანი და პიესა დაწერა, თუმცა გამომცემლები მათ დაბეჭდვაზე უარს ამბობდნენ. გებელსი ნაცისტურ პარტიას 1923 წელს გაეცნო ფრანგების მიერ რურის ოკუპაციის პერიოდში, 1924 წელს კი მისი წევრი გახდა. ამავე წელს ის პარტიის ბერლინის რეგიონალურ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ის საკუთარ პროპაგანდისტულ ნიჭს სრულად ამჟღავნებს, რისი წყალობითაც წარმატებით ებრძვის ადვილობრივ სოციალისტურ და კომუნისტურ პარტიებს მის მიერ მომზადებული ნაცისტური პროკლამაციებით. 1928 წლისთვის ის უკვე ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი გახდა.

1933 წელს ნაცისტების გერმანიის მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ის პროპაგანდის მინისტრად დაინიშნა. მისი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება ამ პოსტზე ნაცისტების მიერ უარყოფილი წიგნების სახალხო დაწვა იყო. ის მალე გერმანიის ყველა საინფორმაციო წყაროზე სრულ კონტროლს აწესებს. მისი დანიშვნიდანვე თავდასხმები გერმანელ ებრაელებზე სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებდა. ებრაელებზე დევნამ კულმინაციას 1938 წელს კრისტალნახტში მიაღწია, რომელიც ნაცისტების მიერ განხორციელებული პირველი ღია “პოგრომი” გახდა.

ომის ადრეულმა და თავდადებულმა მომხრემ, გებელსმა ყველაფერი იღონა, რაც მის ძალაუფლებაში იყო, რათა გერმანელი ხალხი მორალურად მოემზადებინა ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისთვის. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ის კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ გავლენას სხვა ნაცისტ ლიდერებთან ალიანსის დამყარებით. 1943 წლის ბოლოსთვის, როცა ომის ბედი აქსისის ძალთა საწინააღმდეგოდ შემობრუნდა, გებელსმა კიდევ უფრო გაამწვავა პროპაგანდა, მოუწოდებდა რა გერმანელებს ტოტალური ომისა და მობილიზაციისკენ. გებელსი ბოლომდე დარჩა ჰიტლერთან ბერლინში და ფიურერის თვითმკვლელობის შემდეგ მეორე პირი იყო, რომელმაც მესამე რაიხის კანცლერის როლი შეასრულა, თუმცა მხოლოდ ერთი დღით. მისი სიცოცხლის ბოლო საათებში, ისტორიკოსთა მტკიცებით გებელსმა ნება მისცა მის ცოლს, მაგდას, მათი ექვსივე შვილი მოეწამლა, რის შემდეგაც გებელსი ცოლთან ერთად სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.)

III რაიხსკანცლერი: ლუდვიგ ფონ კროზიგკი (1945)(გრაფი იოჰან ლუდვიგ “ლუც” შვერინ ფონ კროზიგკი (გერმ.: Johann Ludwig (»Lutz«) Graf Schwerin von Krosigk) (დ. 22 აგვისტო, 1887, რათმანსდორფი – გ. 4 მარტი, 1977, ესენი) – იყო გერმანელი იურისტი და პოლიტიკოსი, რაიხის ფინანსთა მინისტრი 1932-1945 წ.წ.)

ფაშისტური გერმანიის (მესამე რაიხის) ფართობი – (1937 წ.) 633 786 კვ.კმ

მოსახლეობა (1937) (რაოდენობა-სიმჭიდროვე) – 69 314 000,  109,4 / კვ.კმ

ვალუტა – Reichsmark

სახელმწიფო ჰიმნი – Deutschlandlied

«დამცავი რაზმი»

«სს» (გერმ.: Schutzstaffel – SS) 1934-1945 წლებში იყო დამოუკიდებელი, პარამილიტარისტული ორგანიზიაცია ნაცისტური პარტიის შემადგენლობაში, რომლის შემადგენელი ნაწილები (ორგანიზაციები) მთავარი დამნაშავენი იყვნენ ჰოლოკოსტში. «სს»-ის დევიზი იყო „ჩვენს ღირსებას ერთგულება ჰქვია“ (გერმ.: „Unsere Ehre heißt Treue“).

“სს”-ის სიმბოლო, ძველგერმანული რუნები.

ჰიტლერის «შტაბის დაცვა» და «შემტევი რაზმი»

1923 წლის მაისში ადოლფ ჰიტლერმა «სა»-ს წევრებისაგან ჩამოაყალიბა ახალი ორგანიზაცია «შტაბსვახე» (გერმ.: Stabswache; ქართ.: შტაბის დაცვა), რომელმაც სულ მცირე ხნის განმავლობაში იარსება. ჰერმან ერჰარტმა, მას შემდეგ რაც 1923 წლის ივლისში ჰიტლერისა და რიომის მიმდევარი გახდა, ჩამოაყალიბა 12 კაციანი «შტოსტრუპი ადოლფ ჰიტლერი» (გერმ.: Stoßtrupp Adolf Hitler; ქართ.: შემტევი რაზმი ადოლფ ჰიტლერი), რომელსაც უნდა დაეცვა პირადად ადოლფ ჰიტლერი შიდაპარტიული განხეთქილებების დროს.

«შტოსტრუპის» შემადგენლობაში 2 ყოფილი »შტაბსვახელიც» იყო: იულიუს შრეკი და იოზეფ ბერხტოლდი. ამათ გარდა «შტოსტრუპის» წევრები გახდნენ: ულრიხ გრაფი, ემილ მორისი, კრისტიან ვებერი, ზეპ დიტრიხი, რუდოლფ ჰესი, იაკობ გრიმინგერი, ვალტერ ბუხი და კარლ ფილერი.

დაარსება
“სს”-ის რაიხსფიურერი ჰაინრიხ ჰიმლერი
1925 წლის მაისში იულიუს შრეკმა, შემდგომში «სს»-ის პირველმა რაიხსფიურერმა, ჰიტლერის დავალებით «შტოსტრუპის» 8 წევრისაგან (მათ შორის: რუდოლფ ჰესი, ჰერმან გიორინგი და ზეპ დიტრიხი) ჩამოაყალიბა ახალი შენაერთი. ეს შენაერთი წარმოადგენდა ბირთვს, რომელზეც მოგვიანებით ორგანიზაცია «სს» ჩამოყალიბდა.
სახელი «სს» (სრულად: «დამცავი რაზმი»; გერმ.: Schutzstaffel) მაშინდელი «სა»-ს ლიდერის ჰერმან გიორინგის იდეა იყო. მან ეს სახელი ისესხა ლეგენდარული “წითელი ბარონის“ ესკადრილიის, რომელის წევრიც თვითონ იყო პირველ მსოფლიო ომში, ერთ-ერთი ბადრაგ/დამცავი რაზმისაგან.
ახალჩამოყალიბებული ორგანიზაციის დავალებები ჰიტლერმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა მისსავე 1930 წლის 7 ნოემბრის „ფიურერის ბრძანებაში“: „«სს»-ს ევალება უპირველეს ყოვლისა საპოლიციო სამსახური პარტიის შიგნით“ (გერმ.: „Die Aufgabe der SS ist zunächst die Ausübung des Polizeidienstes innerhalb der Partei.“)
ჰაინრიხ ჰიმლერი (გერმ. Heinrich Himmler) (დ. 7 ოქტომბერი, 1900, მიუნხენი, გერმანია; გ. 23 მაისი 1945, ლიუნებურგი, გერმანია) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, „სს“-ის რაიხსფიურერი 1936-1945 წ.წ., მესამე რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრი 1943-1945 წ.წ. ბიოგრაფია

1900 7 ოქტომბერი: გებჰარდ ჰიმლერს და მის მეუღლეს ანა ჰაიდერს შეეძინათ ვაჟი ჰაინრიხი. ახალშობილი მონათლა ბავარიის პრიცმა ჰაინრიხმა, რომლის აღმზრდელიც გებჰარდ ჰიმლერი იყო. ოჯახი მკაცრად ნაციონალ-კონსერვატული და კათოლიკური ტრადიციის მქონე იყო.

1917 სკოლის დამთავრების შემდეგ ჰიმლერს სურდა შესულიყო საიმპერიო ფლოტში, თუმცა სათვალეების ტარების გამო დაწუნებულ იქნა. ამიტომ იძულებული გახდა ბავარიის ინფანტერიის პოლკში შესულიყო. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ჰიმლერს ფროტზე წასვლა არ მოუწია, რაგდან საოფიცრო განათლების მისაღებად იქნა გაგზავნილი.

1918 თავის ნების საწინააღმდეგოდ იგი იძულებული გახდა შეეწყვიტა საოფიცრო განათლების მიღება.

1919 აპრილი: იგი შევიდა ლაუტერბახის ფრაიკორპსის შემადგენლობაში და იბრძოდა კურტ აიზნერის და ბავარიის რესპუბლიკის წინააღმდეგ. ოქტომბერი: სწავლა განაგრძო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტში სასოფლო მეურნეობის ფაკულტეტზე და გაწევრიანდა სტუდენთა კავშირში – “აპოლონი”.

1922 დიპლომის აღების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო სასუქების დამამზადებელ ფირმაში ლაბორანტად.

1923 გაწევრიანდა პარამილიტარისტულ ორგანიზაციაში – “რაიხსკრიგსფლაგე” (ქართ. “რაიხის საბრძოლო დროშა”, გერმ. “Reichskriegsflagge”), რომლის მეთაური იყო ერნსტ რიომი. მისივე რჩევით ჰიმლერი შევიდა “NSDAP”-ში.

9 ნოემბერი: როგორც რიომის მედროშე მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმში ჰიტლერის პუტჩის დროს.

1924 ეხმარებოდა ერიხ ლუდენდოფს და გრეგორ შტრასერს წინასააწჩევნო კამპანიის დროს.

1925 გახდა შტრასერის პირადი მდივანი და ქვემო ბავარიის და ზემო პფალცის გაულაიტერის მოადგილე.

1926 ჰიმლერი დაინიშნა ზემო ბავარიის და შვაბიის გაულაიტერის მოვალეობის შემსრულებლად.

1926 – 1930 იყო ნაცისტური პარტიის პროპაგანდის განყოფილების უფროსის მოადგილე.

1927 გადაყვანილ იქნა “სს”-ის რაიხსფიურერის მოადგილის თანამდებობაზე.

1928 3 ივლისი: იქორწინა მასზე 8 წლით უფროსს მარგარეთე ბოდენზე (გერმ. Margarethe Boden). თავის მეუღლესთან ერთად მცირე ხნის განმავლობაში საკუთარი ქათმების ფერმაში იყო დაკავებული, თუმცა ამ ბიზნესს წარმატება არ მოჰყოლია.

1929 6 იანვარი: ჰიმლერი დაინიშნა “სს”-ის რაიხსფიურერის თანამდებობაზე. ამ დროს “სს” 280 წევრს ითვლიდა და ექვემდებარებოდა “SA”-ს. ჰიმლერის “სს”-ის საწევრო ნომერი იყო “166”.

1930 “SS” დამოუკიდებელი ორგანიზაცია ხდება. ჰიმლერი ვეზერ-ემსის საარჩევნო უბნიდან რაიხსტაგში იქნა არჩეული.

1931 აპრილი: “SA”-ს ბუნტის დროს ჰიმლერმა უპირობო ლოიალიტეტი გამოავნინა ფიურერის წინაშე. მისი დავალებით რაინჰარდ ჰაიდრიხმა ჩამოაყალიბა პარტიის უშიშროების სამსახური – “SD”.

1932 25 იანვარი: ჰიმლერი დაინიშნა მიუნხენის “ყავისფერი სახლის” (“NSDAP”-ის შტაბბინა) უშიშროების შეფად.

დეკემბერი: “სს”-ის წევრების რიცხვმა 50.000 მიაღწია. დაიწყო ჩამოყალიბება “მმართველი ორდენის”, მკაცრად განსაზღვრული რასისტული “ბიოლოგიური სელექციის” და “ქორწინების კანონის” გათვალისწინებით.

1933 მარტი: ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰიმლერი დაინიშნა მიუნხენის პოლიციის შეფად. პარალელურად იგი ხელმძღვანელობდა პირველი საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობას დახაუში.

1 აპრილი: ჰიმლერი გადაიყვანეს ბავარიის პოლიციის პოლიტიკური ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

1934 იანვარი: გერმანული მიწა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ჰიმლერის ხელში მოექცა მთელი რაიხის პოლიციის აპარატი (პრუსიის და შაუმბურგ-ლიპეს გარდა).

20 აპრილი: ჰერმან გიორინგის ბრძანებით იგი დაინიშნა “გესტაპო”-ს შეფად. გესტაპოს და “SD”-ს ცენტრალიზებით ჰიმლერმა შეძლო დამოუკიდებლობა მოეპოვებინა “SA”-გან და ეს ორგანიზაციები ჩამოეყალიბებინა ნაცისტური პარტიის ერთადერთ სადაზვერვო და უშიშროების სამსახურად. ამ პერიოდში უზომოდ გაიზარდა “სს”-ის გავლენა.

ივნისი: ჰიმლერი და “სს” წამყვან როლს თამაშობენ რიომის პუტჩის შენიღბულ “SA”-ს უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ჩადენილ მკვლელობებში. ივლისი: ჰიმლერი, როგორ “სს”-ის რაიხსფიურერი ჰიტლერის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. “სს” გადაეცა საკონცენტრაციო ბანაკების რეორგანიზაციის და მართვის უფლებები მთალი გერმანიის მასშტაბით. ბანაკების საყარაულო პერსონალი ამიერიდან სპეციალურად გაწვრთნილი “მკვდარი თავის ქალას შენაერთებიდან” (გერმ. Totenkopfverbände) კომპლექტდებოდა.

1936 17 ივნისი: ჰიმლერი დაინიშნა გერმანული პოლიციის შეფად.

1937 მისი ბრძანებით გესტაპომ დაიწყო ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეების სასამრთლოს გვერდია ავლით საკონცენტრაციო ბანაკებში მოთავსება.

1938 თებერვალი: “SD” ინფორმანტების წყალობით ჰილმერმა მოამზადა მაკომპრომეტირებელი საქმე (“ფრიჩ-ბლომბერგის-საქმე”), რომელის შემდეგაც თანამდებობები დატოვეს ვერნერ ფონ ბლომბერგმა და ბარონმა ვერნერ ფონ ფრიჩმა.

აგვისტო: ჰიტლერის ბრძანებით “სს”-ის შეიარაღებული ძალები ვერმახტს შეურთდა, თუმცა ხელმძღვანელობა მაინც ჰიმლერის ხელში დარჩა.

1939 27 სექტემბერი: მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით დაარსებულ იქნა “რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო” (რსჰა), რომლის დაქვემდებარებაში გადავიდა გესტაპო, კრიპო და “SD”. “რსჰა”-ს შეფად დაინიშნა რაინჰარდ ჰაიდრიხი.

7 ოქტომბერი: ჰიმლერი დაინიშნა “გერმანელი ხალხის გაძლიერების საქმის” რაიხსკომისრად. მას დაევალა დაპყრობილ ტერიტორიებზე რასობრივი წმენდის და გადასახლებების გატარება.

1939-1940 მისი ბრძანებით პოლონეთში ფიზიკურად განადგურებულ იქნა ასობით ათასი პოლონელი და ებრაელი.

1940 იგი ოფიციალურად გაეყარა თავის მეუღლეს და ამიერიდან ცხოვრობდა ჰედვიგ პოტჰასტთა ერთად. მასთან ჰიმლერ 2 შვილი შეეძინა.

1941 სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ ჰიტლერმა მას დაუქვემდებარა დაპყრობილი ტერიტორიების საპოლიციო აპარატი და ამით ჰიმლერი გახდა ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მილიონობით ებრაელის ფიზიკურ განადგურებისა.

1942 მისი ბრძანების თანახმად ძალაში შევიდა “გენერალური გეგმა «აღმოსავლეთი»” (გერმ.: “Generalplan Ost”), რომელიც მიზნად ისახავდა მილიონობით რუსის, პოლონელის, უკრაინელის და ბელორუსის გადასახლებას ციმბირში და მათ საცხოვრებელ ადგილზე გერმანელთა ჩასახლებას.

1943 იანვარი: ჰაიდრიხის მკვლელობის შემდეგ მისი მოადგილე და ამავდროულად “SD” და “რსჰა”-ს შეფი გახდა ერნსტ კალტენბრუნერი.

25 აგვისტო: ჰიმლერი დაინიშნა რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრად.

1944 თებერვალი: ადმირალ კანარისის დამხობისა და აბვერის “SD”-ზე დაქვემდებარებით ჰიმლერის ხელში მოექცა მთელი მესამე რაიხის სადაზვერვო სისტემა.

21 ივლისი: ჰიტლეზე განხორციელები პუტჩის შემდგომ ჰიმლერის ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. იგი გენერალ-მაიორ ფრიდრიხ ფრომის ნაცვლად დანიშნულ იქნა სარეზერვო ჯარების და არმიის აღჭურვილობის შეფად.

2 დეკემბერი: იგი დანიშნულ იქნა ზემო რაინის არმიათ ჯგუფის მთავარსარდლად და სათავეში ჩაუდგა თავდაცვითი ხაზის მშენებლობას.

1945 იანვარი: წითელი არმიის მიერ ვისლაზე განხორციელებული გარღვევით სააშკარაოზე გამოვიდა ჰიმლერის, როგორც მთავარსადლის უუნარობა. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით მან თავი დაჭრილთა ლაზარეთს შეაფარა.

მარტი: მთავარსარდლის პოსტიდან გადაყენების შემდეგ ჰიმლერი შეეცადა კავშირი დაემყარებინა დასავლეთელ მოკავშირეებთან და დაედო მათთან სეპარატიული ზავი.

28 აპრილი: ჰიტლერმა შეიტყო რა ჰიმლერის გეგმების შესახებ დაუყოვნებლივ გადააყენა იგი მის მიერ დაკავებული ყველა თანამდებობიდან, ჩამოართვა ყველა მინიჭებული წოდება და ორდენი და დაპატიმრების ბრძანება გასცა.

მაისი: კარლ დიონიცის და ახალი მთავრობის მიერ ჰიმლერი უკუგდებულ იქნა, მან, ფალსიფიცირებული საბუთებით რამოდენიმე დღე გაატარა ფლენსბურგის ტყვეტა ბანაკში, საიდანაც როგორ უბრალო ჯარისკაცი გაპარულ იქნა, მაგრამ ლიუნებურგის ახლოს დაკავებულ იქნა სამხედრო პატრულის მიერ.

23 მაისი:გაგებულ იქნა რა მისი ნამდვილი ვინაობა ჰიმლერმა დამალული ციანკალიუმის კაპსულით თავი მოიკლა ლიუნებურგის ბრიტანულ ტყვეთა ბანაკში.

კონკურენცია «სა»-სთან
«სა»-ს მეთაურებმა გადაწყვიტეს «სს» მცირე, დამოკიდებულ ოორგანიზაციად დაეტოვებინათ და იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ «სს»-ის რიგების შევსებისათვის დააწესეს ამ ორგანიზაციისათვის მაქსიმუმი. «სს»-ის შემადგენლობას არ უნდა გადაეჭარბებინა «სა»-ს კონტინგენტის 10%-იასთვის. რაიხსგაუებში «სს»-ში მიღება იწარმოებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ «სა»-ს რიგები უკვე შევსებული იქნებოდნენ. გამონაკლის წარმოადგენდა ბერლინი, სადაც «სს»-ს უფლება ჰქონდა «სა»-ს რაოდენობის 20% კონტინგენტი ჰყოლოდა.
ამ დირექტივით უკმაყოფილების გამო 1927 წელს თანამდებობიდან გადადგა «სს»-ის მეორე რაიხსფიურერი იოზეფ ბერხთოლდი. მისი ადგილი დაიკავა 27 წლის ერჰარტ ჰაიდენმა, რომელმაც თავის მოადგილედ აქამდე რიომის პარამილიტარისტული ორგანიზაცია «რაიხსკრიგსფლაგეს“ წევრი ჰაინრიხ ჰიმლერი დანიშნა.
მომდევნო წლებში ურთიერთობა ამ ორ ორგანიზაციას შორის კიდევ უფრო დაიძაბა. 1929 წლის 5 იანვარს ჰაიდენი თანამდებობიდან გადადგა.

«სს» – დამოუკიდებელი ორგანიზაცია

“სს”-ის სტრუქტურა

«სს»-ს, სანამ «სა»-ს შემადგენლობაში იყო, «ნსდაპ»-ის შიგასაპოლიციო პუნქცია ეკისრებოდა. მას შემდეგ რაც 1929 ჰაინრიხ ჰიმლერი რაიხსფიურერი გახდა დაიწყო ორგანიზაციის ძირეული გარდაქმნა, რომელიც ამიერიდან «ნსდაპ»-ის საბრძოლო რაზმი უნდა ყოფილიყო: „ნაციონალ-სოციალისტური, სამხედრო ორდენი ნორდიული ნიშნების მატარებელ კაცთა, რომელთაგანაც თითოეული უპირობოდ დაემორჩილებოდა ფიურერის ყოველ ბრძანებას“ (გერმ.: „ein nationalsozialistischer, soldatischer Orden nordisch bestimmter Männer, von denen jeder bedingungslos jeden Befehl befolgt, der vom Führer kommt“).

«სს» ნელ-ნელა ელიტარულ და მასობრივ ორგანიზაციად გადაიქცა, რომლიც რიგებშიც 1932 წელს 52.000, ხოლო ერთი წლის შემდეგ უკვე 204.000 წევრი ირიცხებოდა. ორგანიზაციის ელიტარული ხასიათი გამოსჭვივოდა იმ რასობრივ-ბიოლოგიურ და მსოფლხედველობრივ კრიტერიუმებში, რომლბიც კანდიდატებს უნდა შეესრულებინათ «სს»-ში მოსახვედრად. «სს», როგორც „კლანური ერთობა“, ნაციონალ-სოციალისტური გაბატონებული რასის იდეოლოგიის განსახიერება და როგორც »სისხლის სიწმინდის შემნახველი“ მსოფლიოში ნორდიული რასის დომინირების ჩანასახი უნდა ყოფილიყო.

აქედან გამომდინარე საარჩევნო კრიტერიუმები არა მარტო კაცებზე ვრცელდებოდა, არამედ მათი მეუღლეებიც კი „რასობრივ სიწმინდეზე“ უნდა შეემოწმებინათ.

«სს»-ის იდეოლოგია ეყრდნობოდა და ემსგავსებოდა შუა საუკუნეების რაინდთა ორდენების წყობას. რიტუალები საკრალურ ადგილებში, სიმბოლოები (სს-ის მკვდარი თავის ქალას ბეჭედი), სხვადასხვა რუნების გამოყენება და საპატიო ხანჯალი ორგანიზაციას თითქმის რელიგიურ ხასიათს აძლევდა.

ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ «სა», «სს» და «შტალჰელმი» პოლიციური პრივილეგიებით აღჭურვილ ორგანიზაციებად იქცნენ, რომელთაც ევალებოდათ პოლიტიკურ მოღინააღმდეგეთა დევნა. უკვე 1933 წლის აპრილისათვის მათ მიერ დაახ. 25.000 რეჟიმის მოწინააღმდეგე იქნა დაპატიმრებული. «სა»-მ და «სს»-მა დაიწყეს პირველი საკონცენტრაციო ბანაკების მშენებლობა დახაუსა და ორანიენბურგში (ზაკსენჰაუზენი).

1934 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს მოწყობილი პოლიტიკური წმენდის დროს (რიომის პუტჩი) «სს»-ის შენაერთებმა “ლაიბშტანდარტი ადოლფ ჰიტლერი” და “მკვდარი თავის ქალა“ ფიზიკურად გაუსწორდნენ «სა»-ს უმღლეს სარდლობას და ჰიტლერის რეჟიმის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს კონსერვატიული ბანაკიდან. 20 ივლისს ადოლფ ჰიტლერმა განაცხადა: „«სს»-ის დიდი დამსახურებისთვის, გამოჩენილი განსაკუთრებით 1934 წლის 30 ივნისის მოვლენების დროს, ვამაღლებ მე მას დამოუკიდებელ ორგანიზაციად „ნსდაპ“-ის ფარგლებში“ (გერმ.: „Im Hinblick auf die großen Verdienste der SS, besonders im Zusammenhang mit den Ereignissen vom 30. Juni 1934, erhebe ich dieselbe zu einer selbständigen Organisation im Rahmen der NSDAP.“ )

«სს»-ის დაქვემდებარებაში გადავიდა რაიხის ყველა საკონცენტრაციო ბანაკი, რომლებსაც მანამდე ნაწილობრივ «სა»-ც განაგებდა. «სს-ის „მკვდარი თავის ქალას“ შენაერთები ამირიდან მარტო კონცბანაკების დაცვით ფუქციას ასრულებდნენ. 1934 წლის ნოემბერში პრინც-ალბრეხტ-პალე, რომელიც ბერლინში ვილჰელმშტრასეს 102-ში მდებარეობდა, შეუერთდა პრინც-ალბრეხტ-შტრასე 8-ზე მდებარე შენობათა კომპლექსს და მასში «სს»-ის რაიხსფიურერის უშიშროების აპარატი იქნა განლაგებული.

1935 წელს «სს»-ის განმკარგულებელი აპარატი გადაკეთდა «საზოგადო სს»-ად. «სს»-ის შეიარარებული ნაწილი ორად გაიყო: «სს-ის სარეზერვო ჯარები» და «სს-ის მკვდარი თავის ქალას შენაერთები». შემდგომში ისინი «ვაფენ-სს»-ის შემადგენლობაში შევიდნენ.

«საზოგადო სს»-ი, რომელსაც «მამულის-სს» ან «შავ-სს»-საც უწოდებნდნენ, ემორჩილებოდა სპეციალურად მისთვის შექმნილ «საზოგადო სს-ის სამმართველოს“, რომელიც ბერლინში მდებარეობდა. ამით დამთავრდა «სს»-ის კლასიკური დაყოფა 3 ნაწილად, რომელმაც 1945 წლამდე იარსება:

საზოგადო-სს – Allgemeine-SS

სს-ის მკვდარი თავის ქალას შენაერთები – SS-Totenkopf-Standarten

სს-ისსარეზერვო ჯარები – SS-Verfügungstruppe

1939-1940 წლებში «სს»-ის შიგნით ჩამოყლიბდა რამდენიმე მთავარი სამმართველო და განყოფილება:

მართვის მთავარი სამმართველო, შემოკლ.: «ფჰა», (გერმ.: Führungshauptamt – FHA) – ეს იყო «სს»-ის სამეთაურო შტაბი, რომლის დაქვემდებარებაში იყვნენ: ოფიცერთა სკოლები, სამედიცინო და სატრანსპორტო მომსახურების საქმე, ფინანსები და შეიარაღება.

რასისა და დასახლების მთავარი სამმართველო, შემოკლ.: «რუსჰა», (გერმ.: Rasse- und Siedlungshauptamt – RuSHA) – ამ სამმართველოს ევალებოდა „რასობრივად ღირებული“ მმართველი ელიტის მომზადება და აღზრდა.

რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო, შემოკლ.: «რსჰა», (გერმ.: Reichssicherheitshauptamt – RSHA) – «რსჰა»-ს ევალებოდა საპოლიციო ფუნქციების შესრულება.

უშიშროების სამსახური, შემოკლ.: «სდ», (გერმ.: Siecherheitsdinst – SD) – რაინჰარდ ჰაიდრიხის სამმართველო საიდუმლო სამსახურის ფუნქციებს ასრულებდა და ევალებოდა საგარეო და საშინაო მტრებთან ბრძოლა და გერმანელ მოსახლეობაზე თვალყურის დევნება.

უშიშროების პოლიცია, შემოკლ.: «ზიპო» (გერმ.: Sicherheitspolizei – Sipo) – იგი მეთვალყურეობდა კრიმინალურ (კრიპო) და საიდუმლო (გერსატპო) პოლიციას.

«ვაფენ-სს» (გერმ.: Waffen-SS) – ეს ორგანიზაცია შეადგენდა «სს»-ის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც თავის მხრივ შედგებოდნენ «მკვდარი თავის ქალას შენაერთებისაგან» და «სს-ის სარეზერვო ძალებისაგან».

მეურნეობისა და მმართვის მთავარი სამმართველო, შემოკლ.: «ვფჰა» (გერმ.: Wirtschafts- und Verwaltungshauptamt – WVHA) – იგი მართავდა «სს»-ის საკუთრებაში მყოფი ინდუსტრიულ, სამომსახურეო და სასოფლო სამეურნეო საწარმოებს, საკონცენტრაციო ბანაკებს და განაგებდა მათ კონსტრუირებას.

გერმანული საწარმოები

«სს»-ის მიერ უამრავი ფირმა იქნა დაარსებული. მათ შორის – შპს „გერმანული მიწისა და ქვის ქარხანა“ (1938). ეს ფირმები 1940 წელს „გერმანულ სამეურნეო საწარმოებში“ გაერთიანდნენ, რომელიც «სს»-ის ელიტისაგან იმართებოდა. 1942 წელს ყველა ეკონომიკურ-ფინანსური საქმე მეურნეობისა და მმართვის მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში გადავიდა. მას მიეკუთვნებოდნენ აგრეთვე საკონცენტრაციო ბანაკები და აქედან გამომდინარე «სს»-ის ფირმებში ათიათასობით სამხედრო ტყვე და პატიმარი იძულებით მუშაობდა.

1943-1944 წლებში «სს»-ის ეკონომიკურ იმპერიას 30-მდე მსხვილი და 100-ზე მეტი წვრილი საწარმო მიეკუთვნებოდა, რომლებშიც 40.000 იძულებით მომუშავე პირი იყო დასაქმებული. „გერმანული სამეურნეო საწარმოების“ ცენტრალური ბიურო ბერლინში, ორანიენბურგში იყო განთავსებული.

«სს»-ის მონაწილეობა საომარ მოქმედებებში

1938 წლის 13 მარტსავსტრიის ანშლუსში «სს»-ის ნაწილებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ მიერ ვენაში დაარსებულ იქნა სს-ის შტანდარტი „ფიურერი“.

იმავე წლის ოქრომბერში «სს»-ის სარეზერვო ჯარები ჩეხოსლოვაკურ ზუდეტენლანდში შევიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ჩეხესლოვაკიამ არსებობა შეწყვიტა. ჩეხეთი ახლად დაარსებული ბოჰემიის და მორავიის რაიხსპროტექტორატის შემადგენლობაში შევიდა და «სს»-ს დავალება მიეცა ჩაეხშო ჩეხური იატაკქვეშა მოძრაობა. «რსჰა»-ს შეფი რაინჰარდ ჰაიდრიხი დაპყრობილი მიწების რაიხსპროტექტორად დაინიშნა და მის მიერ გამოჩენილი სისასტიკისათვის სულ მალე მეტსახელად „პრაღელი ყასაბი“ შეარქვეს.

1939 წლის შემოდგომაზე ლაიბშტანდარტი, სარეზერვო ჯარები და მკვდარი თავის ქალას შენაერთები გაერთიანებულ იქნენ ერთ ორგანიზაციად – «ვაფენ-სს»-ად. ჰიმლერს სურდა «სს» გადაექცია სახელმწიფოს დამცავ სპეციალურ არმიად, რომელიც მოაწილეობას მიიღებდა როგორც შინაგანი ისევე გარე მტრის წინაარმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად «სს»-ის სხვადასხვა ქვეორგანიზაციებს შორის დიფერენციისა იგი მაინც ერთი იდეოლოგიური მიზნის მიმდევარი ძალა იყო. აქედან გამომდინარე მომავალი «სს»-ის ოფიცრები საერთო იდეოლოგიურ-პოლიტიკურ აღზრდას იღებდნენ სს-ის იუნკერთა სკოლებში ბად ტიოლცში და ბრაუნშვაიგში. იუნკრები საერთო განატლებას იღებდნენ და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა შემდეგში თუ სად განაწილდებოდნენ: სს-ის ხელმძრვანელობაში, სამხედრო ფრონტზე, «სდ»-ში თუ კონცბანაკებში.

მონაწილეობა სამხედრო დანაშაულში და ჰოლოკოსტში

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში «ვაფენ-სს»-ის ნაწილები მონაწილეობას იღებდენ უამრავ სამხედრო დანაშაულში, როგორიცაა: სამხედრო ტყვეტა წამება, დაპყრობილი ქვეყნების მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ეკზეკუცია, აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობილი ქვეყნებიდან ადგილობრივი მოსახლეობის აყრა და სხვა. «ვფჰა»-ს საშუალების «სს» განაგებდა საკონცენტრაციო და ადამიანთა ფიზიკურად გასანადგურებელ ბანაკებს, რომლებსაც ე.წ. «სს-ის მკვდარი თავის ქალას» ვახშტურმბანები მეთაურობდნენ.

ნიურნბერგის პროცესზე «სს» და მისი შემადგენელი ნაწილები: «ვაფენ-სს», «სს-ის მკვდარი თავის ქალას შენაერთები» და «სდ», როგორც «ნსდაპ»-ის ნაწილი და პოლიტტერორის მთავარი ინსტრუმენტი „დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ იქნენ აღიარებულნი. გამონაკლისი დაშვებულ იქნა «სს-ის მხედრების» მიმართ.

«სს»-ის შენაერთებმა სამხედრო ნათლობა პოლონეთის წინააღმდეგ ომში მიიღეს. «ვერმახტი» ცდილობდა საშიში კონკურენთი თავიდან მოეცილებინა და დარჩენილიყო ერთადერთ შეიარაღებულ ძალად მესამე რაიხში, მაგრამ ჰიმლერმა თავისი გაიტანა. «სს»-ის პოლკები ”გერმანია”, “ფიურერი”, “ტოტენკოპფი” და “ლაიბშტანდარტე-სს ადოლფ ჰიტლერი” ერთ, «სს»-ის სარეზერვო დივიზიაში იქნენ გაერთიანებულნი. ერთადერთი რაც «ვერმახტმა» შეძლო იყო ის, რომ «სს»-ის დივიზია მის ხელქვეით იდგა და გადანაწილებულ იქნა სხვადასხვა სამხედრო შენაერთებში. ასე რომ «სს»-ის სარეზერვო დივიზიას, როგორც ერთ საბრძოლო ერთეულს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

1943 წლიდან «სს» თავის რიგებში წვევამდელებს იღებდა, ისინი ფრონტზე «ვერმახტის» მებრძოლების გვერდით იბრძოდნენ. გარდა ამისა «სს» შეეცადა ჩამოეყალიბებინა უცხოელი მებრძოლებისაგან დაკომპლექტებული დივიზიები, თუმც ამ წამოწყებას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ასე მაგალითად ალბანელი მებრძოლებით შედგენილი დივიზია “სკანდერბეგი” ომში მონაწილეობის მიღებამდე დაიშალა.

სხვა «ვერმახტის» მთავარსარდლობისაგან დამოუკიდებელი «სს»-ის შენაერთები (მაგ. “ტოტენკოპფის” ასეულები) გამოიყენებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკების დაცვად, გერმანიის ტერიტორიაზე “პოლიტიკური წმენდების” დროს, ებრაელთა და პოლონელი ინტელიგენციის დევნა-განადგურებისათვის. «ვერმახტსა» და «სს»-ს შორის ურთიერთობას კარგად აღწერს გენერალი იოჰენს ბლასკოვიცი საპროტესტო ნოტაში: “არმიის განწყობა «სს»-ისა და პოლიციის მიმართ მერყეობა ზიზღსა და სიძულვილს შორის. თითოეული მებრძოლი თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობს იმ დანაშაულებების გამო, რომელიც ჩადენილ იქნა პოლონეთში.”

ნაციონალ-სოციალისტურ ელიტას «სს» თავისი მიზნების განსახორციელებლად აწყობდა და ამიტომ მისი შენაერთების ზრდა ჩქარი ტემპით მიდიოდა. საფრანგეთზე თავდასხმის დროს ახლად დაარსებული «ვაფენ-სს» თავის რიგებში უკვე 3 დივიზიას (“რაიხი”, “ტოტენკოპფი” და “სს-ის პოლიციის დივიზია”) და ერთ მოტორიზირებულ პოლკს (“ლაიბშტანდარტე-სს ადოლფ ჰიტლერი) მოითვლიდა. «სს»-ის დივიზიები ძირითადად მოხალისეებისაგან იყო დაკომპლექტებული და მის ოფიცრებს შესაბამისი სამხედრო განათლება და გამოცდილება აკლდათ. ამიტომ საფრანგეთის წინააღმდეგ ომში მათ დიდი დანაკლისი განიცადეს. მათ მეტსახელად “საზარბაზნე ხორცს” ეძახდნენ. ამ დივიზიების მიერ ჩადენილი დანაშაულები (ასობით დანებებულ ჯარისკაცთა და სამხედრო ტყვეთა დახვრეტა) დოკუმნეტურადაა დადასტურებული

”SS”-ის საპოლიციო დივიზიები:

დისტანცირება

ნაციონალ-კონსერვატიული და მემარჯვენე ექსტრემისტული დაჯგუფეფბები, ისევე როგორც «სს»-ის ყოფილი წევრები უარყოფენ «სს»-ის და «ვაფენ-სს»-ის ყველა წევრის მონაწილეობას სამხედრო დანაშაულებებში და ჰოლოკოსტში.

One Response to Drittes Reich (მესამე იმპერია)

  1. de1ko says:

    keTILI iyos sheni fexi am saitze😀

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: