ალექსანდრე მაკედონელი


ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძნ.: Μέγας Αλέξανδρος; ივლისი, დ. 20 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323), ასევე ალექსანდრე III, მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო რა თითქმის მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის,გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამეხდრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

ადრეული ცხოვრება

ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. დედის მხრიდან ალექსანდრე იყო ეპიროსელი მხედართმთავრის პიროსის მეორე მამიდაშვილი. პლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანაგგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს.

როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარჩე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა: «მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო»

განათლება

ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი და ლისიმაქოსი. ფილიპე ამას არ დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად მოიწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოტელეც დათანხმდა. ცნობილია, რომ არისტოტელეს საპატივცემულოდ ფილიპემ თავიდან ააშენა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი.[1] ასევე ფილიპემ არისტოტელეს ალექსანდრეს აღსაზრდელად უბოძა ნიმფების ტაძარი, მიეზასთან ახლოს. ასე, რომ მიეზა ალექსანდრესა და სხვა წარჩინებული ოჯახის შვილების სკოლად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მომავალში ალექსანდრეს მეგობრები ან გენერლები გახდნენ. არისტოტელე აქ მათ ასწავლიდათ ფილოსოსიას, მედიცინას, ფიზიკას, მათემატიკას,ლოგიკას, ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას და ა.შ.

ალექსანდრეს არისტოტელეს შესახებ ერთხელ უთქვამს: «მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს»

ქერონეიის ბრძოლა

ფილიპე II მაკედონელს ალყა ჰქონდა შემორტყმული პერინტუსისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქალაქს სპარსეთის იმპერია ამარაგებდა, ალყა მოხსნა და საბერძნეთის დაპყრობა განიზრახა. მან მცირე დრო დაჰყო მაკედონიაში და შემდეგ მოულოდნელად დაიძრა სამხრეთისკენ. ძვ. წ. 338 წლის 2 აგვისტოს ორი არმია ერთმანეთს ქერონეიის ველზე გაუპირისპირდა ერთმანეთს. ფილიპეს მარჯვენა ფლანგი ებარა, ალექსანდრეს მარცხენა. შეუპოვარი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა ისე, რომ არცერთ მხარეს უპირატესობა არ მოუპოვებია. შემდეგ ალექსანდრემ იმისათვის, რომ თავისი სიმამაცე და გამბედაობა დაემტკიცებინა შეტევა წამოიწყო თებელებზე. ის პირველი ეკვეთა მტერს. ამ შეტევამ მოწინააღმდეგის რიგებში ხვრელი გააჩინა და არმია ორ ნაწილად დაჰყო. ბერძნებმა დიდი დანაკლისი განიცადეს და საბოლოოდ გაქცევით უშველეს თავს. ამ დროს კი ფილიპემ თავისი არმია თავიდან უკან დახია, შემდეგ კი მთელი ძალით ეკვეთა მტერს. ამ მანევრმა ათენელები დააბნია და მათაც უკან დაიხიეს. ალექსანდრემ 3 ათასამდე თბელი ჩაიგდო ტყვედ. აღსანიშნავია, რომ მან გაანადგურა თებელების “საღვთო რაზმი”. ბრძოლის შემდეგ ფილიპემ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებთან ზავი დადო და შექმნა კორინთოს ლიგა სპარსეთის იმპერიიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ალექსანდრეს გამეფება

ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ მოაწყო თავისი შვილი, კლეოპატრასი, რომლის დედაც იყო ოლიმპიადა და ოლიმპიადასივე ძმის, ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს ქორწილი. ფესტივალი ეგიაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.

გამეფებისთანავე ალექსანდრემ დაიწყო თავისი არმიის თითქმის მუდმივი წვრთნა[7], რადგან აჯანყებები მოსალოდნელი იყო, როგორც ბერძნების, ისე ატალოსის მხრიდან, რომელიც თავისი არმიით მცირე აზიაში იმყოფებოდა პარმენიონის არმიასთან ერთად. ატალუსს მიმოწერა ჰქონდა დემოსთენესთან, რომელიც ათენელების აჯანყებას ედგა თავში, თუმცა შემდეგ ატალუსმა აზრი შეიცვალა და ისევ ალექსანდრეს მიემხრო. ამის მიუხედავად მეფემ ის არ შეიწყალა და სიკვდილით დასაჯა. ამ პერიოდშივე მოკლეს ფილიპეს ბოლო ცოლი კლეოპატრა და მისი ახალშობილი შვილი (ამ მკვლელობასთან ხშირად ოლიმპიადას აკავშირებენ).

ბერძნულმა პოლისებმა კორინთოს კონგრესი გააუქმეს. ამას ალექსანდრეს მოქმედება მოჰყვა. თავისი არმიით ის ჯერ თესალიაში შევიდა, სადაც მის არმიას თესალიური მხედრობა შეუერთდა. შემდეგ დიპლომატიითა და დაშინებით აჯანყებებიც ჩაახშო. ბოდიშის მოხდა მოუწია ათენსა და თებესაც. ალექსანდრემ კორინთოს კონგრესი თავიდან მოიწვია, რომელსაც თითქმის ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა, სპარტის გამოკლებით. ალექსანდრე კონგრესის ჰეგემონად გამოცხადდა.

ბალკანეთის კამპანია

სანამ ალექსანდრე თავის მთავარ ჩანაფიქრს, აზიაში შეჭრას განახორციელებდა, მას მაკედონიის ჩრდილოეთი საზღვრებისთვისაც უნდა მიეხედა. ძვ. წ. 335 წლის გაზაფხულზე მან ჩრდილოეთით ლაშქრობა წამოიწყო. თავდაპირველად ის თრაკიაში შეიჭრა, რომ ტრიბალების და ილირიელების აჯანყება ჩაეხშო. აქ მას შეუერთდნენ ცოტაოდენი თრაკიელი მოკავშირეები. ალექსანდრეს პირველი შეტეკება, ჰემოსის მთებში (დღევანდელი სტარა-პლანინა), თრაკიელების გარნიზონთან მოუვიდა და ისინი დაამარცხა

სპარსეთში ლაშქრობა

ძვ. წ. 334 წლის მაისში ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა თავისი არმით. პლუტარქე გვამცნობს, რომ ალექსანდრეს არმიის რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 34,000-დან 46,000 მეომრამდე მერყეობს. მაკედონიაში ალექსანდრემ თავისი გენერალი ანტიპატრე დატოვა 12,000 ქვეითით და 1,500 კავალერისტით.

მნიშვნელოვანი თარიღები

ძვ. წ. 340 : როდესაც ფილიპე II აჯანყების ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან აჯანყება ჩაახშო და ქალაქს ალექსანდროპოლისი დაარქვა.
ძვ. წ. 336 : მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი.
ძვ. წ. 334 : ივნისში , გრაციუსის ბრძოლაში, მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი აიღო ჰალიკარნასი.
ძვ. წ. 333 : მან გადაჭრა გორდას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი.
ძვ. წ. 332 : 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს გავგამელას ბრძოლაში მან საბოლოოდ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიუს III. 21 ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში.
ძვ. წ. 330 : მთლიანად დაიპყრო სპარსეთი.
ძვ. წ. 329 : იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში. იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები.
ძვ. წ. 328 : წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის აჯანყება მაკედონიაში.
ძვ. წ. 327 : სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს ალექსანდრემ დაიპყრო ”სოგდიის კლდე”, აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან ინდოეთი დაიპყრო.
ძვ. წ. 326 : ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს დიდზანს არ გაგრძელებულა.
ძვ. წ. 325 : ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია.
ძვ. წ. 324 : ალექსანდრემ ქ. სუსაში გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ სპარსი ქალები. თვითონ კი დარიუს III-ის ქალიშვილზე-სტატირაზე იქორწინა. ივლისში მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან. ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ ის მისი საყვარელიც იყო, მაგრამ ეს არცერთი წყაროთი არ დასტურდება).
ძვ. წ. 323 : ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10 ივნისს იგი გარდაიცვალა მძიმე დაავადების გამო.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: