Did You Know?


მხოლოდ ზედმეტად დაინტერესებული პირებისთვის:D;)

*** ფონტჰილის ლარნაკი ჩინური ფაიფურის ყველაზე ადრეული დოკუმენტურად აღწერილი ნიმუშია, რომელმაც ევროპაში მოაღწია XIV ს. შუა წლებში…
*** იელოუსტოუნის ეროვნული პარკი 1872 წლის 1 მარტს დაარსდა ვაიომინგის, მონტანისა და აიდაჰოს შტატების ტერიტორიაზე და მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკი იყო…
*** ზანზიბარში 1957 წელს ჩატარებული არჩევნები პირველი იყო აღმოსავლეთ აფრიკის ისტორიაში…
*** 2001 წლის აღწერის მიხედვით ქალაქი ჰუმი ხორვატიაში 17 მცხოვრებს ითვლის და ამ მაჩვენებლით ყველაზე მცირე ქალაქია მსოფლიოში…
*** ურალის ეკონომიკური რეგიონი, ურალის ფედერალური ოლქი და ურალის გეოგრაფიული რეგიონი სხვადასხვა რეგიონებია ურალის მთებისა და მდინარე ურალის ტერიტორიაზე…
*** დიეგოს თმის სალონის კლიენტებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები, პრემიერ-მინისტრები, დიპლომატები და აშშ-ის ორი უზენაესი მოსამართლე…
***მარგალიტი ”ლა პერეგრინა” , რომელსაც ინგლისისა და ესპანეთის დედოფლები (მათ შორის მერი ტიუდორი) ატარებდნენ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში ელისაბედ ტეილორის ლეკვმა გადაყლაპა…
***აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის დამოუკიდებლობა თბილისში გამოცხადდა, პირველი დემოკრატიული სახელმწიფო იყო ისლამურ სამყაროში…
სკკპ ცკ-ის 1980 წ. 15 აგვისტოს ბრძანებულებით განახლდა საბჭოთა კავშირის დროშის აღწერა, რომლის თანდართულ გამოსახულებაზე (რევერსზე) არ დაიტანეს ნამგალი-ურო-ვარსკვლავის კომპოზიცია…
***ნიუ-იორკში ტომას სტრიტის 33-ში მდებარე უფანჯრო ცათამბჯენმა პროექტით ბირთვული თავდასხმისას რადიოაქტიურ დაბინძურებას უნდა გაუძლოს და ორ კვირამდე სამყოფი საკუთარი რესურსები გააჩნია…
***ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრისთვის სახელი “პეპი გრძელწინდა” მისმა ქალიშვილმა, კარინმა, მოიფიქრა…
***მეორე მსოფლიო ომამადე თეატრი აპოლოს ერთი კურიოზული ჩვეულება იყო ე.წ. “ეგზეკუციონერი”, მამაკაცი ცოცხით, რომელიც შემსრულებლებს სცენიდან გვიდა, თუ უკმაყოფილო მაყურებლები მათ გაგდებას მოითხოვდნენ…
***მაჰმადიანური ტრადიციით ბაჰარა ქრისტიანი ბერი იყო, რომელმაც ყმაწვილ მუჰამედს წინასწარმეტყველური მომავალი განუჭვრიტა…
***კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა შორის 94 ნობელის პრემიის ლაურეატია (მათ შორის აშშ-ის მიმდინარე პრეზიდენტი), რითაც ის ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტს უსწრებს…
***ურ-ნამუს კოდექსი მსოფლიოში უძველესი ჩვენამდე მოღწეული სამართლებრივ კანონთა კრებულია…
***ფუღუ , რომლის მასა 2 გრამს არ აღემატება, მსოფლიოში ყველაზე მცირე ძუძუმწოვარია…
***ბერნარდენ განტენი რომის კათოლიკური ეკლესიის პირველი შავკანიანი კარდინალი იყო…
***ვაჟა-ფშაველას პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში საქართველოს მომავალმა კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ გადაიხადა…
***მომავალი ცეკას მდივნის, ედუარდ შევარდნაძის, მეუღლე ნანული შევარდნაძემ თავდაპირველად უარყო მისი ცოლად თხოვნის წინადადება, იმის შიშით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა მეუღლის კარიერას შეუშლიდა ხელს…
***მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური 1954 წელს ობნინსკში, მოსკოვის მახლობლად, ამოქმედდა.
***უილიამ შექსპირის უმცროსი ქალიშვილი ჯუდით კუინი წერა-კითხვის უცოდინარი იყო…
***ირანი ამჟამად ინტენსიურად აგებს ირან-პაკისტანის ბარიერს, ამ ქვეყნიდან არალეგალური იმიგრაციისა და ტერორისტების შემოტევების აღსაკვეთად…
*** ტრირის წმინდა პავლეს ეკლესიის კრიპტაში ლეგენდარული თებეს ლეგიონის თორმეტამდე ნაწამები ჯარისკაცის ნეშთი ინახება…
***სამხედრო ტაქტიკაში ალყა პირველად ჰანიბალმა გამოიყენა კანეს ბრძოლაში ძვ. წ. 216 წელს…
***სევერსკი დონეცში 1000-ზე მეტი მდინარე ჩაედინება…
***ჰიპოლიტუსი ერთადერთი წმინდა ანტიპაპია…
***46 მცხოვრებით ადამსტაუნი მსოფლიოში ყველაზე მცირედ დასახლებული დედაქალაქია…
*** მაქსიმ გორკიმ ნაწარმოები „მაკარ ჩუდრა“ თბილისში დაწერა…
***დეიან სტანკოვიჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს სამი ქვეყნის ღირსება დაიცვა მსოფლიო ჩემპიონატებზე: იუგოსლავიის (1998), გაერთიანებული სერბიისა , მონტენეგროს (2006) და სერბეთის (2010)……ალბანელი ბეიების ხოცვაში ოსმალებმა მუხანათურად მოკლეს 500-მდე სამხრეთ ალბანელი ლიდერი (ბეი) და მათი მხლებლები ცერემონიულ სამხედრო პარადზე მოწვევისას.
***1944 წელს ოპერაცია ჰაუნდსუორზის განხორციელებისას ლიონი-პარიზის რკინიგზის ხაზი 22-ჯერ ააფეთქა სპეციალურმა საჰაერო სამსახურმა…
***დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V, ელისაბედ II-ის მამა, საკუთარ იმპერიაში შემავალი ქვეყნების საფოსტო მარკების შეგროვებით იყო გატაცებული…

წყარო: http://www.ucnauri.com

2 Responses to Did You Know?

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: