Ratom mimatove?! adamiano?


a

  • მე ვარ ნათელი, მაგრამ თქვენ ვერ მხედავთ;
  • მე ვარ გზა, მაგრამ თქვენ არ მომყვებით;
  • მე ვარ ჭეშმარიტება, მაგრამ თქვენ არ გჯერათ ჩემი;
  • მე ვარ სიცოცხლე, მაგრამ თქვენ არ მეძებთ მე;
  • მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;
  • მე ვარ უფალი, მაგრამ თქვენ არ მემორჩილებით;
  • მე ვარ თქვენი ღმერთი, თქვენ კი არ მევედრებით;
  • მე თქვენი ყველაზე საუკეთესო მეგობარი ვარ, მაგრამ თქვენ არ გიყვარვართ მე; და თუ თქვენ არა ხართ ბედნიერი, ნუ დამადანაშაულებთ მე!
  • რისთვის მიმატოვე, ადამიანო?
  • რისთვის მაქციე ზურგი შენს მოყვარულს?
  • რატომ დაემონე მტერსა ჩემსა?
  • გაიხსენე, შენთვის ზეციდან გარდამოვედ!
  • გაიხსენე, შენთვის ქალწულისაგან ვიშვი!
  • გაიხსენე, შენთვის შვილი ვიყავ!
  • გაიხსენე, შენთვის თავი დავიმდაბლე!
  • გაიხსენე, შენი გულისათვის გლახაკი ვიყავ!
  • გაიხსენე, შენთვის მიწიერად ვიცხოვრე!
  • გაიხსენე, შენი გულისათვის დევნა გადავითანე!
  • გაიხსენე, შენთვის ბოროტსიტყვაობა, დამცირება, შეურაწყოფა, გინება, წყლულები, ჰნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი ვიტვირთე!
  • გაიხსენე, შენი გულისათვის უსჯულოთა თანა შევირაცხე!
  • გაიხსენე, შენთვის დამამცირებელი სიკვდილით მოვკვდი!
  • გაიხსენე, შენი გულისთვის დაკრძალულ ვიქმენ! სასუფევლიდან ჩამოვედ, რათა შენ ამეყვანე იქ!
  • თავი დავიმდაბლე, რათა შენ ამემაღლებინე.
  • დავგლახაკდი, რათა შენ გამემდიდრებინე.
  • შეურაცყოფილი ვიქმენ, რათა შენ განმედიდებინე.
  • თავი დავიწყლულე, რათა შენ განმეკურნე.
  • მოვკვდი, რათა შენ გამეცოცხლებინე.
  • შენ შესცოდე, მე კი შენი ცოდვა ვიტვირთე!
  • შენ დამნაშავე ხარ, მე კი დამსაჯეს!
  • შენ მევალე ხარ, ხოლო მე ვალი გადავიხადე!
  • შენ სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგივრად მოვკვდი!
  • ამისკენ ჩემმა სიყვარულმა და გულმოწყალებამ მომიწოდა.
  • მე არ შემეძლო მოთმენა, რომ შენ ესე გეტანჯა!
  • ნუთუ შენ ამ ჩემს სიყვარულს უარყოფ?
  • სიყვარულის წილ სიძულვილს მომაგებ?!
  • ჩემს მაგივრად ცოდვა შეგყვარებია?!
  • ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?!
  • რა ნახე ჩემში სიძულვილის ფასი?
  • რის გამო არ გსურს ჩემთან მოხვიდე?
  • სიკეთეს ეძებ? ყველანაირი სიკეთე მე მაქვს!
  • ნეტარება გინდა? ყველა ნეტარება მე გამაჩნია!
  • სილამაზე გინდა? ვინარის ჩემზე ლამაზი!
  • ღირსება გსურს? ვინ არის ხვთის ძეზე და მარად ქალწულის ძეზე ღირსეული?
  • სიმაღლე გინდა? ვინ არის სასუფევლის უფალზე მაღალი?
  • დიდება გსურს? ვის აქვს ჩემეზე მეტი დიდება?
  • სიმდიდრეს ეძებ? მე მაქვს ყველნაირი სიმდიდრე.
  • სიბრძნე გინდა? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.
  • ნამდვილი მეგობარი გსურს იპოვო? ვინაა მასზე მეტად გულწრფელი და მოსიყვარულე მეგობარი, რომელმაც სული თვისი დასდო ყოველთათვის?
  • დახმარებას ეძებ? ვინ დაგეხმარება ჩემს გარდა?
  • მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს ჩემს გარდა?
  • სიხარულს ეძებ? ვინ მოგცემს სიხარულს ჩემს მეტი?
  • მწუხარების დროს ნუგეშს ეძებ? ვინ განუგეშებს ჩემს გარდა?
  • სიწყნარეს ეძებ? ჩემთან ჰპოვებ სულის სიწყნარეს!
  • მშვიდობა გსურს? მე ვარ მშვიდობა სულისა!
  • სიცოცხლეს ეძებ? მე მაქვს წყარო სიცოცხლისა!
  • ნათელს ეძებ? მე ვარ ნათელი!
  • ნუთუ გზას ეძებ? მე ვარ გზა!
  • წინამძღოლს ეძებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი!
  • რატომ, რის გულისათვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?
  • ნუთუ ვერ ბედავ მოსვლას? აბა ვიღასთანაა უფრო ადვილი მისვლა?
  • თხოვნა გერიდება? ვის ვუთხარი უარი, ვინც რწმენით მომმართა?
  • ნუთუ შენი ცოდვათა სიმრავლის გრცხვენია, ჩემი გულმოწყალება გაცილებით მეტია!
  • ,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქუენ’’.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: